ნევროლოგები კლინიკურ სიკვდილზე წარმოდგენებს ცვლიან. ამერიკელმა მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ თავის ტვინის ქერქის აქტივობა გრძელდება. ჩვეულებრივ, ექიმები სიკვდილის კონსტატირებას ახდენენ გულის გაჩერების შემდეგ. სტანდარტული წარმოდგენით, სისხლი ტვინს აღარ მიეწოდება, და ის მუშაობას წყვეტს „თითქმის მომენტალურად“. თუმცა სიკვდილის ე.წ. პირველ ეტაპზე ადამიანი შეიძლება გონზე იყოს. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითები, როდესაც გულის გაჩერების შემდეგ, მისი ხელმეორედ სწრაფად ამუშავებისას, ადამიანებს შეეძლოთ აღეწერათ ის, რაც გარშემო ხდებოდა.მეცნიერებმა ამოხსნეს კლინიკური სიკვდილისთვის დამახასიათებელი შეგრძნებები. ამის მიზეზი ნეირონების განსაკუთრებული აქტივობაა. მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრამა გადაუღეს ცხრა ვირთხას, რომლებთანაც გულის გაჩერება გამოიწვიეს.გულის გაჩერებიდან პირველ 30 წამში ყველა მღრღნელთან დაფიქსირდა ტვინის აქტივობის მკვეთრი მატება, რაც დაკავშირებული იყო ცნობიერების არსებობასა და ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებასთან. აქტივობა აღემატებოდა ფხიზლობის ნორმულ მაჩვენებელს.