ქლოი ჟაო პირველი აზიელი ქალი გახდა „ოქროს გლობუსის“ 78-წლიან ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქლოი ჟაომ ჯილდო ფილმისთვის “მომთაბარეთა მიწა” მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჟაოს ფილმმა საუკეთესო დრამის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
ამასთან, ჟაო მეორე ქალია ბარბარა სტრეიზანდის შემდეგ, რომელმაც „ოქროს გლობუსში“ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ქლოი ჟაო აღნიშნულ ნომინაციაზე ემერალდ ფენელთან, რეგინა კინგთან, დეივიდ ფინჩერსა და აარონ სორკინთან ერთად იყო წარდგენილი.