კობახიძე არ არის უნიჭო ბიჭი, მცოდნე იურისტია, მაგრამ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, არარაობა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მმართველი გუნდის წევრების შეფასებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანზე ირაკლი კობახიძეზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, თუ როგორ დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება, ირაკლი კობახიძე „გლავკანალსა“ და „პერვი კანალზე“ არ უნდა საუბრობდეს.