ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი მოვლენებს ჩამორჩა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით „სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული“.
რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს კი არც ერთი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, კობახიძისთვის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საინტერესოა რა წერია ვეტოს დასაბუთებაში. თუ უმრავლესობა მასში ვერანაირ სამართლებრივ დასაბუთებას ვერ ნახავს, პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.