მედიის ცნობით 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელის 13 წლის თინეიჯერი შვილი მამასთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათთან ერთად კიდევ სამი ადამიანია დაღუპული.
კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა. მისმა კერძო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.