ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში, სწავლა დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა. 14 მოწამლული მოსწავლიდან სკოლაში დღეს მხოლოდ სამი გამოცხადდა. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. რამ გამოიწვია მოსწავლეების სავარაუდო მოწამვლა ჯერ უცნობია. თუმცა მადონა გოგიტიძის თქმით 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები 5 დღეში გასაჯაროვდება. სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის გამო, სასადილო ორშაბათამდე დაიხურა. შეგახსენებთ, გუშინ ქობულეთში ერთდროულად შეუძლოდ მეშვიდე და მერვე კლასების სულ 14 მოსწავლე გახდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.