ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.