კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ოთხი ჯარისკაციდან, ორი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი სამხედრო რჩება, რომელსაც გვიან რამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, დაზიანებები ჯარისკაცებს სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. კიდევ ერთი ჯარისკაცი მკურნალობას "ამტელ ჰოსპიტალში" განაგრძობს. კლინიკის დირექტორის განმარტებით, დაჭრილია 18-19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, ასევე აქვს დაზიანებული ფილტვი. ლაშა მაჭარაშვილის ინფორმაციით, დაჭრილს მცირე ოპერაციული ჩარევა დასჭირდა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.