ულამაზესი კოლიბრი, რომელიც ერთდროულად პლანეტის ყელაზე მინიატურული ჩიტის და მცირე ზომის ხერხემლიანის ტიტულით სარგებლობს, სხვა ფრინველისგან საკუთარი მობილურობით, უკუსვლით ფრენის უნარით და გასნსაკუთრებული გაუმაძღრობით გამოირჩევა. კოლიბრის სამშობლოდ ამერიკის კონტინენტის სურნელოვანი ყვავილებით მოფენილი მინდვრები და ტროპიკულ ტყეები ითვლება. კოლიბრის თითქმის ყველა სახეობა მკვიდრი ცხოვრების წესს მისდევს, გამონაკლისი მხოლოდ "ლალისყელიანი კოლიბრია", რომლის სამფლობელოს საზღვრები კანადამდე ვრცელდება. თუმცა, ცხოვრების ასკეტური პირობები ფრინველს რამდენიმე ათასი კილომეტრის დაფარვას და გამოსაზამთრებლად მექსიკაში ემიგრირებას აიძულებს. სხვათაშორის, შორი დისტანციის და მოკრძალებული კომპლექციის მიუხედავად, "ლალისყელიანი კოლიბრი" საკმაოდ სოლიდურ სიჩქარეს - თითქმის 80 კმ/სთ. ავითარებს.