მეცნიერებმა კომაზე პასუხისმგებელი ტვინის უბანი დაადგინეს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა ჩაატარეს ფართომასშტაბური კვლევა ვირთაგვებზე, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით საფუძვლიანად შეისწავლეს კომაში მყოფი ადამიანების თავის ტვინი. როგორც დადგინდა, კომა ხშირად დაკავშირებული იყო ნათხემის პატარა ქერქული უბნის დაზიანებასთან. მათი აზრით, ადამიანის ცნობიერებაზე სწორედ ეს პატარა უბანია პასუხისმგებელი.