სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27 მილიარდ 769 მილიონი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12 მილიარდ 200 მილიონი ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9 მილიარდ 614 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართია დატვირთული, ხოლო მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“ მილიარდ 634 მილიონი ლარით. Top-5 ბანკს შორის, სადაც სესხის სანაცვლოდ ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატვირთული, მოხვდნენ ასევე - „ტერა“ და „ლიბერთი ბანკი“.
რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 22 მილიარდ 610 მილიონი ლარის უძრავი ქონება იყო დატვირთული.