კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166 მილიონ 189 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101 მილიონ 548 ათასი ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64 მილიონ 641 ათას ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 516 ათას ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა ზარალმა 3 მილიონ 257 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32 მილიონ 377 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ამასთან, 2020 წლის ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 442 მილიონ 57 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 358 მილიონ 994 ათასი ლარი. ოქტომბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 250 მილიონ 527 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.