2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79,4%-ით გაიზარდა. გასულ თვეს ბანკების მოგებამ 100 მილიონ 30 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 55 მილიონ 743 ათასი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ბანკების შემოსავლებმა 383 მილიონ 296 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 272 მილიონ 958 ათასი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 260 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 22 მილიონ 506 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 27 მილიონ 703 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ბანკებმა 10 მილიონ 278 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა.