კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის მაისი 53 მილიონ 353 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10 მილიონ 631 ათასი ლარით ნაკლებია, 2019 წლის მაისში ბანკების წმინდა მოგება 63 მილიონ 984 ათას ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიონ 217 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 20 მილიონ 937 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ამასთან, 2020 წლის მაისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 362 მილიონ 625 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 306 მილიონ 333 ათასი ლარი. მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 301 მილიონ 914 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.