20:06
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მლრდ ლარით გაიზარდა
30-10-2020

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3 მილიარდ 370 მილიონი ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი ოქტომბრისთვის 54 მილიარდ 340 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5 მილიარდ 460 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები