კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 48 მილიონ 214 ათას 838 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი - 13 მილიონ 749 ათას 470 ლარის შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო. მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“ - 8 მილიონ 680 ათას 37 ლარით. მესამე ადგილზეა „ქართუ ბანკი“, რომლის შემოსავალმაც ჯარიმებიდან 8 მილიონ 353 ათას 302 ლარი შეადგინა.
ხუთეულში ხვდებიან ასევე: „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“, შესაბამისად, 5 მილიონ 34 ათას 384 და 4 მილიონ 959 ათას 475 ლარით.