2019 წელს კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ჯამში, 359 მილიონ 875 ათას 486 ლარი მიიღეს.
ბანკების 2019 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, ვალუტის ყიდვა გაყიდვით ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, შესაბმისად 156 მილიონ 458 ათას 745 და 126 მილიონ 437 ათას 321 ლარი. მას მოსდევს 25 მილიონ 217 ათას 162 ლარით „ვითიბი ბანკი“. მე-4 ადგილზე „პროკრედით ბანკი“ გავიდა, რომლის შემოსავლმა 15 მილიონ 228 ათას 235 ლარი შეადგინა. მას მოსდევს „ლიბერთი ბანკი“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 15 მილიონ 178 ათას 278 ლარის შემოსავალი ჰქონდა.
ცნობისთვის, 2019 წელს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.