სასამართლო პროცესი სიღნაღში კომიკური მიზეზის გამო გადაიდო - ბადრაგს პატიმარი აერია და თბილისიდან სიღნაღში სხვა პიროვნება ჩაიყვანა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის ბრალეულობაზე უნდა ემსჯელა. საქმე სიღნაღში უცხოელი ტურისტის გაუპატიურებას ეხება, რის გამოც პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე თვის წინ დააკავა. საბოლოდ პროცესი ჩაიშალა.