სახალხო დამცველი სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდებს განაგრძოს მოლაპარაკებები გაფიცულ მემანქანეებთან. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს არის შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ომბუდსმენი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. იმ შემთხვევაში თუ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სატრანსპორტო კომპანია სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, მემანქანეთა უფლებებს, ომბუდსმენის აპარატი დაიცავს. ლომჯარია იმ საკანონმდებლო აქტსაც გამოეხმაურა, რომელიც მემანქანეებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს. ლომჯარია გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს, რომელიც შრომის კანონს ეწინააღმდეგება.