ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია "ფრონტერას" მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო დავა "ფრონტერასთან" ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა. აქედან გამოიმდინარე მინისრტი ამბობს, რომ ქვეყანაში ამერიკულ ბიზნესს არავინ ავიწროვებს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ რომ კომპანიის მიერ პრემიერისთვის გაგზავნილი წერილი საყურადღებოა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ წერილი ხელისუფლებისთვის "გამოსაფხიზლებელია" და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს იმიჯს აზიანებს.