10:47
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს - PWC
26-05-2020

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს - ამის შესახებ საუბარია PwC-ის კვლევაში, რომელიც ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით ჩატარდა და სადაც გაანალიზებულია Covid19-ის გავლენა ბიზნესზე. კვლევაში ათას 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

როგორც ანგარიშში წერია, COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა არის მოთხოვნის შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება.

მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% ლიკვიდობის შენარჩუნებას შემცირებების გარეშე გეგმავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები