09:55
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
26-03-2020

კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს. მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს, რადგან  მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის თაობაზე, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ. ამ ეტაპზე  სემეკში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და  ამის საფუძველზე კომისია უახლოეს დღეებში  მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას.   რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.

AutoPlay
Airbnb-ი აქციების პირველად განთავსებას გეგმავს
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
მთავრობამ სამშენებლო მასალების მწარმოებელ-იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება შეიმუშავა
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა გაიზარდა - მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს მომსახურებით
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
თბილისში "ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემა დაინერგება
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები