კონგოს ქალაქ ბუკავუში მდებარე ციხიდან 20-მდე პატიმარი გაიქცა. პატიმრები ციხიდან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც უცნობმა პირმა ციხის ტერიტორიაზე ხელყუმბარა შეაგდო. ინციდენტისას ციხის დაცვამ პატიმრების შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც ციხის ეგრედ წოდებულ პაემანზე იყო მისული. დაშავებულია 4 ადამიანი. მაისის თვის შემდეგ კონგოს ციხეებიდან განხორციელებული ეს უკვე მეექვსე გაქცევაა. მომხდარის შემდეგ გაქცეული პატიმრების სამძებრო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.