დამეთანხმებით, რომ მოახლოვებულ სადღესასწაულო განწყობას ათასფრად აბრჭვიალებულ შუქთან, საჩუქრების შეფუთვასთან და ნუგბარებით დახუნძლულ სუფრასთან ერთად, ეკრანზე აციმციმებული კარგად ნაცნობი ფილმებიც გვიქმნის. როგორც ძველ და ახლობელ მეგობარს ვხვდებით, ვიხსენებთ ფრაზებს, მსახიობებს, სიტუაციებს და მთელი არსებით შევიგრძნობთ - რომ დრესასწაულია. ამაში გვინდა ჩვენც მოგეხმაროთ და ხუთი ძველი და მხიარული მელოდრამები თუ კომედიები გაგახსენოთ.