2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის პირველობა გაიმართება, რომელსაც ამჯერად არგენტინა და კოლუმბია უმასპინძლებენ. ტურნირისთვის კენჭისყრა ჩატარდა და გუნდები 2 ჯგუფად გადანაწილდნენ. ა ჯგუფში არგენტინა, ავსტრალია, ბოლივია, ურუგვაი, ჩილე, პარაგვაი მოხვდნენ, ხოლო ბე ჯგუფში კოლუმბია, ბრაზილია, ყატარი, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ. სამხრეთამერიკული ნაკრებების გარდა ტურნირზე მონაწილეობას ავსტრალია და ყატარი მიიღებენ. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში 4-4 საუკეთესო გავა და ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. გახსნის მატჩში არგენტინის ნაკრები ჩილეს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში ჩატარდება.