ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება. თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 შემოტანილი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით.
ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია.
ეზუგბაის თქმითვე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მონაცემები უცვლელია და კვლავ 37 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ქვეყანაში კვლავ რჩებიან ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.