კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა.
როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ის საქართველოში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსთავის „ცხელების ცენტრში“ დღეისათვის 9 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან სამი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.