კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით - 12 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დადგენილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს დაწესდა და უკვე ოთხჯერ გახანგრძლივდა.
ცნობისთვის, სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 151-მდე გაიზარდა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 573-ს აღწევს.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 19 865 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 530 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.