ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. მგზავრებს ასევე ურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს. დისტანციური თერმომეტრების შეძენას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომლითაც საზღვარზე ექიმი კლინიცისტები თერმულ სკრინინგს ჩაატარებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. იმ შემთხვევაში კი თუ ჩაითვლება საეჭვოდ შედეგები, პირის ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავამდყოფოში.