თებერვლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 92%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსია. ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეღამის გაყიდვების მაჩვენებელი 96%-ით შემცირდა.
ასოციაციის პროგნოზით, ჩინეთის ახალი ავტომობილების გაყიდვები თებერვლის განმავლობაში 70 პროცენტით შემცირდება, ხოლო იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-იან კლებას ვარაუდობენ.
თებერვლის მეორე კვირას გაყიდვებმა საშუალოდ დღეღამეში 4000 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 89%-ით ნაკლებია. სპეციალისტები, ბაზრის გამოცოცხლებას მესამე კვირის ბოლოდან ელოდებიან.