კორონავირუსის გამო, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შესვლა აკრძალა იქამდენ, სანამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემუშავდება. ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ "როიტერსს" ინფორმაცია დაუდასტურა.
"უცხოელი ტურისტების შემოსვლა დროებით აკრძალულია, სანამ კორონავირუსი კონტროლირებადი არ გახდება. ჩრდილოეთ კორეა ასეთ რისკებს ძალიან სერიოზულად უდგება", - განუცხადეს გამოცემას ტუისტულ სააგენტოში.