კონცერნმა FCA პანდემიური ვირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიღებული ზომების შესახებ გამოაცხადა.
კომპანიის გადაწყვეტილებით რამდენიმე ქარხანაში ავტომობილების წარმოება შეწყდება. იტალიის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე კი კომპანია სამუშაო ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას აპირებს, ხოლო ოფისის თანამშრომლებს გადაიყვანენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმში. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეჩერების რეჟიმმა ჯამურად წარმოების მოცულობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
FCA მუშაობას აჩერებს პამილიანო დ’არკოს, მალფის, ატესეს და კასინოს ქარხნებში 2-3 დღით. Evercore ISI-ს შეფასებით ამ საწარმოებში წლიურად 600 ათასი ავტომობილი გადმოდის კონვეიერიდან, რაც ევროპაში საავტომობილო წარმოების 4%-ია.