გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, კორონავირუსმა, შესაძლოა გლობალური ექსპორტი 50 მილიარდი დოლარით შეამციროს. ანგარიშში ვკითხულობთ: იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი მრავალი გლობალური ბიზნეს ოპერატორის წარმოების ჰაბია, ქვეყანაში წარმოების შენელამ, მკვეთრად ნეგატიური შედეგი გამოიღო მსოფლიო ეკონომიკაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს შორისაა დანადგარები, საავტომობილო და საკომუნიკაციო მოწყობილობები. ხოლო ყველაზე დაზარალებულ ეკონომიკებს შორის კი ევროკავშირი ლიდერობს თითქმის 16 მილიარდი დოლარით. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით. იაპონია - 5 მილიარდით. რაც შეეხება კორეის ეკონომიკურ ზარალს, გაეროს ანგფარიშის თანახმად 4 მილიარდ დოლარს აღწევს. ჩამონათვალშია ასევე ტაივანის პროვინცია და ვიეტნამი.