მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ქალაქში ჰონგ-კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო ტურისტული ნაკადი 96%-ით არის შემცირებული. აღნიშნული სტატისტიკა დაფიქსირდა თებერვალში, რა დროსაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს მიაღწია.
ოფიციალური ინფორმაციით, რაოდენობრივად ქალაქს თებერვალში 199 ათასი ვიზიტორი ჰყავდა, რაც 96%-ზე მეტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქალაქის ტურისტული მართვის ხელმძღვანელის თქმით, დარგის მხარდაჭერისთვის ადგილობრივი ხელისუფლება 400 მილიონი ჰონგკონგური დოლარის ანუ 51 მილიონ 500 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ეპიდემიური საფრთხის გამო ქალაქში დაკეტილი იყო ტურისტული, კულტურული და სპორტული ობიექტები, გადაიდო მასობრივი ღონისძიებები და სწავლება სკოლებში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა კონტინენტურ ჩინეთთან დამაკავშირებელი ყველა გზა და შემოიღეს კარანტინი დანარჩენი ქვეყნებიდან ვიზიტორებზე. ბევრმა ავიაკომპანიამ ამ ფონზე მნიშვნელოვანდ შეამცირეს ფრენები ჰონგკონგის მიმართულებით, ხოლო ზოგიერთმა საერთოდ გააუქმა.