ვირუს 2019-nCoV სახელით ჩინეთში გავრცელებული პნევმონია მოდის სამყაროსთვის ასობით მილიონი დოლარის ზარალის მომტანი ხდება. შტატებში ბაზირებული კომპანია Capri Holdings-ი, რომლის შემადგენლობაში შედიან ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Versace, Michael Kors და Jimmy Choo, 100 მილიონი დოლარის დანაკარგზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ CNN-ი თავად კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
5 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიას ჩინეთში არსებული 225 მაღაზიიდან 150-ის დახურვა მოუწია, დარჩენილებში კი მკვეთრად შემცირდა გაყიდვები.
აღნიშნული კომპანიის გარდა, კორონავირუსის გამო მაღაზიებს ხურავს გერმანული სპორტული სამოსისა და ინვენტარის ბრენდი Adidas-ი. კომპანიას ჩინეთში 500-მდე მაღაზია აქვს. ჩინეთში მაღაზიების დახურვა უმსხვილეს ამერიკულ სპორტულ ბრენდს Nike-საც მოუწია.