კორონავირუსის გამო, საქართველოში შეფუთულ პროდუქტებზე მოთხოვნა 20-30%-ით გაიზარდა. საუბარია, დაფასოებულ ხილსა და ბოსტნეულზე, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმე კომპანია აწარმოებს.როგორც კომპანია „უჯაფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქვეყანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.შეფუთულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ კიდევ ერთ კომპანიაში „ჰერბია“, რომელიც დაფასოებულ ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებს. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, ბოლო პერიოდში მათ პროდუქტებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო შეფუთულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. როგორც გამოცემა EastFruit წერს, ბოლო თვის განმავლობაში ადამიანები დახლებზე განთავსებული ხილისა და ბოსტნეულის შეძენისგან თავს იკავებენ და უპირატესობას სწორედ დაფასოებულ პროდუქტს ანიჭებენ.