კორონავირუსის გადაცემის რისკის გამო, ესპანეთის გალისიას რეგიონში საჯარო სივრცეებში მოწევა ფაქტობრივად აიკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნულ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ მოწევის დროს კვამლის გარეთ გამოშვებისას მცირე წვეთები და პოტენციური ვირუსები ჰაერში იფანტება. ამასთან, არსებული განმარტებით, მწეველები სიგარეტს ეხებიან, სანამ პირში ჩაიდებენ, ასევე ეხებიან პირბადეს, როდესაც მას სიგარეტის მოწევისას იხსნიან. BBC-ის ცნობით მოწევა სრულიად აიკრძალა ქუჩებსა და საჯარო სივრცეებში, როგორებიც არის რესტორები და ბარები, თუკი სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. გალისიას რეგიონი პირველია, რომელმაც ეს აკრძალვა შემოიღო, თუმცა მის მაგალითს შეიძლება სხვა რეგიონებმაც მიბაძონ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.