01:17
12 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
კორონავირუსის გავრცელების შედეგად გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა
01-04-2020

კორონავირუსის ეპიდემიის მთელს მსოფლიოში გავრცელებისა და მილიონობით ქარხნის მუშაობის შეჩერების შედეგად პლანეტაზე გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფა 21.5%-ით არის შემცირებული, რისი მიზეზიც დიდწილად ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კარანტინი გახდა.

ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში ათასობით მსხვილი ქარხანა დაიხურა, მოსახლეობამ ქუჩაში ავტომობილებით გადაადგილება შეწყვიტა. ამასთანავე, მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა ქვანახშირსა და საწვავზე.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ენერგეტიკისა და სუფთა კვლევითი ცენტრის"  კვლევით, ბოლო 2 თვის

განმავლობაში დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამოყოფა 25%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის განცხადების ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების გარდა მსოფლიოში მნიშვნელოვნად იკლო ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვების ტემპმა, ამასთანავე გადაიდო ათასობით ავიარეისი.

საერთო ჯამში, ეს ყველაფერი კი ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე დადებითად აისახა.

თუმცა, პოზიტიური ეფექტის მიუხედავად მას შემდეგ, რაც ჩინეთი კორონავირუსს საბოლოოდ დაამარცხებს, ეკონომიკური უკუსვლის აღმოსაფხვრელად ქვეყანა მთელი ძალისხმევით შეეცდება წარმოება გაზარდოს.

მათ შორის კი ჩინეთი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მძიმე მრეწველობის დარგში იაფი კრედიტების გაცემას და ეკონომიკის ზრდის წახალისებას. წლის ბოლომდე ეს ყველაფერი ნახშირორჟანგის უზარმაზარი რაოდენობით გამოყოფას გამოიწვევს, რაც კორონავირუსის გავრცელებამდე არსებულ მდგომარეობაზე უარეს შედეგს მოიტანს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები