ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს.
ტიკარაძის განცხადებით, დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები, მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება დღეს გამოიცემა.