კორონავირუსის საფრთხის გამო, ირლანდიაში „გუგლის“ თანამშრომლები სახლიდან იმუშავებენ. გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს გრიპის სიმპტომები აღმოაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიფრთხილის ზომების მიღებას, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვთხოვეთ დუბლინის ჯგუფებს სახლიდან იმუშაონ“,-აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია,რომ, „გუგლს“ დუბლინში 8 000 თანამშრომელი ჰყავს.