კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ფილიპინებში რეგულაციები გამკაცრდა.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ფილიპინებში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ დედაქალაქ მანილასა და მის გარშემო არსებული რამდენიმე პროვინციის 2 კვირის განმავლობაში ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილება შეიზღუდა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვს.
ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში კორონავირუსის 106 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2 104 ადამიანი ემსხვერპლა.