კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო.
ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 4 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 43 დოლარი და 45 ცენტი შეადგინა. ამასთან, 4 დოლარითა და 5 ცენტით გაიზარდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე WTI ნედლი ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება და ბარელზე 41 დოლარი და 19 ცენტი შეადგინა.
ცნობისთვის, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინა ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს.
კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 ათას 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.