ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებული 9 პაციენტი კი შეემატათ. მისივე თქმით, მათგან ერთი გახლავთ სასაზღვრო ზონიდან კონტაქტირებული პაციენტი, დანარჩენი 8 კი მესტიის მუნიციპალიტეტის კლასტერია. რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს. გამოჯანმრტელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროა.