საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. პაციენტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის კარანტინში იყო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 9 ბოლნისს უკავშირდება. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობა 713-ს, გამოჯანმრთელებულთა კი 475-ს შეადგენს.