მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა აღრიცხულმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში იმყოფება.
ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 532 263 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 24 090 ადამიანი, ხოლო 124 349 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელშიც ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული, პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთსა და იტალიაში ფისირდება.