კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო, გერმანული კომპანიების 60% უკვე დაზარალდა.კომპანიების 80% კი წელს შემოსავლის შემცირებას ელოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ფედერალური ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
10 ათასზე მეტი ბიზნეს ოპერატორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ ინდუსტრიულ, სამშენებლო და მომსახურების სექტორში 2020 წელს შემოსავლის შემცირებას ელოდებიან, მეოთხედი თვლის, რომ შემცირება 50% -ზე მეტი იქნება. კომპენიების დაახლოებით 43%-ს გაუუქმდა შეკვეთები, ხოლო მესამედზე მეტს ინვესტიციების შემცირება მოუხდა.
როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიას პროგნოზირებს. მათი გათვლებით, COVID-19 პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდება.