მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. შეკრებილები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც პარტიის "გირჩი მეტი თავისუფლება" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის მიზანია, დასეწესებული შეზღუდვების მოხსნა. აქციის მონაწილეების თქმით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.