ქორწილის წვეულება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზი გახდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების მეორე ტალღის საშიშროების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია, ქვეყნის ეკონომიკა აღარ ჩაკეტოს. „ერთ-ერთ ლოკაციაზე ეპიდემიის პიკი დაგვიფიქსირდა, რომლის წყაროც ქორწილის წვეულება გახდა და რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, მედიკოსებს, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას,“- აღნიშნა ჰასან რუჰანმა. ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, ხუთშაბათს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 574-ით, პარასკევს 2 886-ით, ხოლო შაბათს 2 269-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 170 000-ს მიაჭია, ვირუსს 8 209 ადამიანი ემსხვერპლა.