ამიერიკის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის აკადემიის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კოსმეტოლოგიური მიზნებით ბოტულინოტოქსინის ინექციების სიხშირე 22-37 წლის ახალგაზრდებში 22%-ით გაიზარდა.ჯერჯერობით, ბოტოქსის ძირითადი მომხმარებლების საშუალო ასაკი - 46 წელია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა პაციენტი მოდის, თუმცა მათ უმრავლესობას კოსმეტიკური ინექცია აშინებს იმით, რომ არაბუნებრივები გახდებიან. კოსმეტიკურ პროცედურას სულ უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს. მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ სწრაფ, სასიამოვნო პროცედურებს, სადაც ეფექტი ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ დროთა განმავლობაში ვლინდება, რადგანაც არავის სურს ჩარევის ფაქტის აფიშირება.