კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი კორონავირუსით დაინფიცირდა და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.
„დღეს, მე კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. არ მაქვს არავითარი ნიშნები, გარდა ძალიან მსუბუქი ფორმით გაციებისა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში, სახლში თვითიზოლაციაში გადავდივარ. მოვალეობებს სახლიდან შევასრულებ“, - დაწერა კოსოვოს პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
„როიტერის“ ცნობით, ჰოტის მთავრობას კორონავისრუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არასაკმარისი ძალისხმევის გამო აკრიტიკებენ. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში კოსოვოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, მათ შორის კვირას გარდაცვალების 13 ფაქტი დაფიქსირდა. სულ კოსოვოში ვირუსის 9 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა და 250-მდე პაციენტი გარდაიცვალა.